განათლება

სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

სააპელაციო განაცხადები მიიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

ცენტრის ვებგვერდიდან – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს.

გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

Facebook Comments