Uncategorized

ტრამპი გრენლანდიის ყიდვას აპირებს

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის იურიდიულ კონსულტანტს მეტ ჩიპოლენეს მიმართა თხოვნით, გააანალიზოს ვაშინგტონის მიერ კოპენჰაგენისგან დანიის შემადგენლობაში არსებული ავტონომიის – გრენლანდიის შეძენის საკითხი.

ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal (WSJ) რამდენიმე წყაროზე ლაყრდნობით წერს.

გაზეთის წყაროების მონაცემებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მეთარი შეხვედრებზე, სადილებზე და შემთხვევითი საუბრების დროს არაერთხელ გამოხატა ამ ტერიტორიის შეძენა, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და ატლანტიკის ოკეანეს შორის მდებარეობს. ტრამპი ამ ტერიტორიით მდიდარი რესურსებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო დაინტერესდა.

WSJ–ის ცნობით, ტრამპის ინიციატივას მისი მრჩევლების ნაწილმაც დაუჭირეს მხარი და ეს შესაძლო გარიგება კარგ ეკონომიკურ ინვესტიციად მიიჩნიეს. დანარჩენმა მრჩევლებმა უარჰყვეს და გეგმას უსაფუძვლო უწოდეს.

აღნიშნულ საკითხზე WSJ–ის კითხვები უპასუხოდ დატოვეს თეთრ სახლში, საზელმწიფო დეპარტამენტში, აშშ–ში დანიის საელჩოსა და გრენლანდიის პრემიერის კიმ კილსენის კანცელარიაშიც.

Facebook Comments