ტექნოლოგია

Instagram-ზე საეჭვო შეტყობინებების შემოწმების ფუნქცია ამოქმედდა

Instagram-მა მომხმარებლებს საეჭვო შეტყობინებების მონიშნვის საშუალება მისცა. როგორც სოციალური ქსელის მფლობელ კომპანია Facebook-ში განაცხადეს, ამერიკელი მომხმარებლები ყალბი ინფორმაციის მატარებელი შეტყობინებების მონიშნვის ფუნქციით 15 აგვისტოდან სარგებლობენ, სხვა ქვეყნებში კი ეს სერვისი ეტაპობრივად, სექტემბრამდე ჩაირთვება.

მომხმარებლების მიერ მონიშნულ პოსტებს შემდეგ პოინტერის ინსტიტუტის ფაქტჩეკინგისსაერთაშორიო ქსელის ექსპერტები გადაამოწმებენ. საეჭვო შეტყობინებებს სოციალური ქსელიდან არ წაშლიან, თუმცა მათ ნაკლები მომხმარებელი ნახავს.

Facebook-მა ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში ფოტო და ვიდეო მასალის შემოწმება 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. კომპანია რეგულარულად ბლოკავს ყალბ ანგარიშებს, რომლებიც ნეგატიურ ან საეჭვო ინფორმაციას ავრცელებენ.

Facebook Comments