პოსტები სოციალური ქსელიდან

ისმის კბილთა ღრჭიალი -იმედზე გასულმა ფილმმა ნაცპროპაგანდისტთა გავლენის ქვეშ მოქცეულთა რისხვა აღძრა

,, 1982 წლის 17 ივნისს,ფოლკლენდის ომში დამარცხებით აღშფოთებული არგენტინელები ქუჩაში გამოვიდნენ და პრეზიდენტი ლეოპოლდო გალტიერი გადადგა.

ის გაასამართლეს საბრძოლო მოქმედებათა არასწორი წარმართვისათვის,მისი სახელი ამოშალეს არგენტინის პრეზიდენტების სიიდან.
ამ დროს,არც ჰალსტუხი უჭამია,არც გაქცეულა თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე და არც მისი მთავრობის წევრები გაქცეულან ჩილეს საზღვრისაკენ.
სხვათა შორის,არც გამარჯვება აზეიმა დამარცხებულ ქვეყანას,არც ის უთქვამს,რომ ვინაიდან ბრიტანეთი 1841 წლიდან ომშია არგებტინასთან,ხოლო ის საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდა საკუთარ ტერიტორიაზე,ამიტომ ვინც იტყვის,რომ ომი მან დაიწყო, თეტჩერის და ინგლისის აგენტია.
არადა, არგენტინა-ინგლისის ძალთა განლაგება რეგიონში გამარჯვების შანსს ნამდვილად აძლევდა.
საქართველოში სულ სხვანაირად მოხდა.

ჯერ იყო და, სრულიად უპასუხისმგებლო ქართულმა პოლიტსპექტრმა სააკაშვილის კრიტიკაზე უარი თქვა, არიქა, რუსეთს ვეომებით და ვაცალოთო.
მერე ერთდროულად კატასტროფული და სამარცხვინო მოქმედებების შემდეგ სააკაშვილს და მის სრულიად უსირცხვილო და უტიფარ გუნდს საშუალება მისცეს ეწარმოებინათ პროპაგანდა,რომლის მთავარი არსია-არ თქვა სიმართლე, თორემ მოღალატეს დაგიძახებ,ან კიდევ- დაივიწყე რაც შენი თვალებით ნახე, ეს პატრიოტობაა, ან -სიმართლე არ თქვა, ეს პუტინს აწყობს და ა.შ.

ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამ მანტრებით გაბრუებულმა “ოცნებამ” არათუ ამ ტრაგედიის ავტორები არ დასაჯა, არამედ ზუსტად იგივე ტერმინებით დაიწყო ოპერირება და იდეოლოგიურ ხაფანგში მოექცა.
ამ ხაფანგისგან თავის დაღწევის პირველი მცდელობა მეინსტრიმულ მედიაში იმედზე გასული ფილმი იყო, რომელმაც ნაცპროპაგანდისტთა და მათი გავლენის ქვეშ მოქცეულთა რისხვა აღძრა.
კვლავ ისმის შეპყრობილთა კბილთა ღრჭიალი, წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება,მოკლედ, სრული შაბაშია.

ეს შაბაში მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როცა ამ ომს მიეცემა პოლიტიკური შეფასება, ხოლო სახელმწიფოს სათავეში მოვლენ ადამიანები, ვინც სამშობლოს ღალატისათვის ,,ადამიანთა დაღუპვისა და გაუბედურებისათვის სასტიკად აგებინებს პასუხს ამ დემაგოგებს.
სხვანაირად ამ ქვეყანას გადარჩენა არ უწერია. “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოსო მანჯავიძე.

Facebook Comments