კრიმინალი

თბილისში აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში აივნის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევა შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც აივანი ჩამოინგა, სასტუმრო მდებარეობს, დაშავებულთაგან სამი კი უცხოელი ტურისტია.

Facebook Comments