ხელოვნება და კულტურა

მსახიობის ოჯახი ალენ დელონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის ოჯახი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამასთან, სოციალურ ქსელში მსახიობის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარები გაჩნდა.

მისი ქალიშვილი, ანუშკა ამბობს, რომ მამამ ინსულტი გადაიტანა, რის გამოც გემატომა წარმოიქმნა. ალენ დელონის ქალიშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად მსახიობი უკეთაა.

ალენ დელონის ვაჟმა, ალენ-ფაბიენ დელონმა რამდენიმე დღის წინ ინსულტის შემდეგ გადაღებული 83 წლის მამის ფოტოც გამოაქვეყნა. სურათზე ალენ დელონი იღიმის, თუმცა საკმაოდ გამხდარია.

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 აგვისტოს გავრცელდა. 

Facebook Comments