სამართალი

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ამის შესახებ მან “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე თავად დაწერა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით გამოიკითხება:

“მოგესალმებით. ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს – ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!”,-წერს ბიძინა გეგიძე.

Facebook Comments