პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ისე, აშშ-ც კარგი აგრესორია, პა ბალშომუ…”-დავით კალანდია

,, არის რუსული რადიოსადგური „Эхо Москвы», რომელიც ითვლება, რომ პუწინის რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილია.
მართალია მას „გაზპრომი“ აფინანსებს, მაგრამ ამას (ეტყობა) არა აქვს მნიშვნელობა. როგორც ვხვდები, „გაზპრომი“ ყველას აფინანსებს, რომის პაპისა და ვიშვანათან ანანდით დაწყებული, და დამთავრებული დონალდ ტრამპითა და შალიკო (ლეიბორ) ცუმპით.

თავიდან ცოტა მძაბავდა ამგვარი დაფინანსების ამბავი, მიკვირდა ოპოზიციურ არხს რატომ უნდა აფინანსებდეს „გაზპრომი“, სადაც მთელი პერსონალი პუწინის ძმაბიჭებით არის დაკომპლექტებული.
მერე შევეჩვიე ამ აზრს და დავრბილდი. ანუ მოვეშვი.
უნდა და აფინანსებს, სამაგიეროდ ოპოზიციური აზრიც ისმის დიქტატურის ქვეყანაში და რუსეთს დემოკრატიულობანაში ეთვლება.
საინტერესო ტიპები იჩითებიან იმ რადიოსადგურში, რომელთაც სიამოვნებით ვუსმენ და ვუჯერებ.
შენდეროვიჩი, ლატინინა, ალბაცი, ნევზოროვი, შულმანი, დიმა ბიკოვი, ტროიცკი და სხვ. მრავალი.
ვუსმენ და მიხარია, რომ ასე შეუპოვრად და მუხლჩაუხრელად ამხილებენ პუწინის სისხლიან რეჟიმს.
მაგრამ!

მაგრამ როცა საქართველოზე იწყებენ ლაპარაკს და მიშა საახაშვილს უცებ მოდერნისტად, პროსტიცუციასა და კორუფციასთან გულანთებულ მებროლად, საქართველოს გადარჩენის ერთადერთ იმედათ და ღვთისგან მოვლენილ ღმერთად ასახელებენ, აი, მაშინ მეპარება კუილი…არა, ეჭვი, რომ თუ ასე დურაკულად აზროვნებენ საქართველოზე, იქნებ სხვა რამეშიც ცდებიან?
ცდებიან, თუ განზრახ ცრუობენ?
ერთი საკაიფო ბლოგერია, რუსულენოვანი, კარგი იუმორით წერს ბევრ რამეებზე, ხშირად შევდივარ მის გვერდზე და აქეთური-იქითური.
ორი წლის წინ, აგვისტოს თვეში, იმოგზაურა საქართველოში, 5 დღე იყო ჩვენთან, ჭამა ხაჭაპური, ხინკალი, დალია წთელი ღვინო, მოინახულა ჯვარი, სიონი, თუში მეცხვარეები, ტაილანდური მასაჟი, და მერე დაიწყო მტკიცება, რომ ეს ყველაფერი მიშას დამსახურებაა და რა სულელები ვართ ქართველები, მიშა რომ გავწიხლეთ.

მე დისკუსიაში არ შევდივარ არავისთან, მაგრამ ვერ მოვითმინე და ვკითხე, საიდან აქვს ასეთი ინფორმაცია-მეთქი?
“გავესაუბრე ხალხს და მითხრეს-ო” -ქედმაღლურად მიპასუხა. 
და ხალხი იყო სამი ტაქსისტი, მწვანილის გამყიდველი დეზერტირებში და არაქართველი ეროვნების რუსულენოვანი გიდი.
(დაკვირვებული ვარ, არაქართველი ეროვნების ბევრი აქაური რატომღაც მიშას ტრაკში უძვრება და არ მინდა ვიფიქრო არაფერი ცუდი, მაგრამ ჩემდაუნებურად მეფიქრება.
მაგრამ ამაზე სხვა დროს).

აღარ ვეჭიდავე იმ ბლოგერს, რაც უნდა იფიქროს-მეთქი, ერთი კი მივუწერე: „მაგარი ხარ, რადგან აგვისტოს ხუთდღეში ჩემზე უკეთ გაერკვიე იმაში, რასაც მე 30 წელი ვცდილობ გავერკვე“.
მერე, მართალია, მოკეტა.
ასე რომ შენდეროვიჩები, ბიკოვები, ალბაცები (რომელიც მგონი დღესაც დასტირის ბენდუქიძეს), ლატინინები (ამას განსაკუთრებულად ენანება მიშას აქ არყოფნა) მთლად ობიექტურები შეიძლება არ იყვნენ. 
საკაიფოდ კი ბაზრობენ. ნეტავი ჩვენმა ე.წ. „ექსპერტებმა“ იცოდნენ ასეთი ტლიკინი.
. . .
რუსეთი ოკუპანტია, პუწინი კი აგრესორი!
(ეს იმათთვის დავწერე, ვინმეს არ ეგონოს რომ რამე აზრი შევიცვალე რუსეთის პოლიტიკის მიმართ).
ისე, აშშ-ც კარგი აგრესორია, პა ბალშომუ… “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით კალანდია

Facebook Comments