უცხოური მედია

მოზარდი, რომელმაც რუსეთში თავისი ოჯახი ნაჯახით დახოცა, „კლასის სიამაყე“ იყო

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის სოფელ პატრიკეევოში მცხოვრები მოზარდი, რომელმაც მთელი თავისი ოჯახი ამოხოცა, სკოლის საუკეთესო მოსწავლე და სხვადასხვა ოლიმპიადების მონაწილე იყო, – ამის შესახებ რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით, რუსული მედია იუწყება.  

ბიჭის ყველა მეგობარმა ის სიცოცხლისმოყვარულ და კეთილ ადამიანად დაახასიათა. მათი თქმით, მოზარდს არავისთვის არაფერი უწყენინებია, მას კომპიუტერული თამაშები იტაცებდა. სკოლაში მას მშვიდ და გაწონასწორებულ მოსწავლედ თვლიდნენ. აღსანიშნავია, რომ მას „კლასის სიამაყეს“ უწოდებდნენ და პოლიციაში არასდროს ყოფილა აღრიცხვაზე. 

ოჯახის ახლობლის თქმით, მოზარდს „ზედმეტი არასდროს არაფერი გაუბედავს“ და დედაც არასდროს ეჩხუბებოდა. ბებია კი, შვილიშვილისთვის სულსაც არ იშურებდა და მხოლოდ მასზე ლაპარაკობდა. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბიჭის მამა, რომელიც ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული, ოჯახიდან მანამდე წავიდა, სანამ ბავშვი სკოლის ასაკის გახდებოდა. ოჯახი მოხუცების პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობდა. 

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 16 წლის ბიჭმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ ოჯახი დახოცა იმის გამო, რომ თან წაეყვანა. 

ეგახსენებთ, კვირას, 18 აგვისტოს პატრიკეევოს ერთ-ერთ სახლში 66 წლის მამაკაცის, 69 და 42 წლის ქალების და ორი მცირეწლოვანი (4 წლის) ბავშვის ცხედრები იპოვეს. 500 მეტრის დაცილებით კი, ერთ-ერთი კომპანიის შენობასთან მოზარდის გვამი აღმოაჩინეს. 

წინასწარი მონაცემებით, ბიჭმა ნაჯახით მოკლა დედა ორი ბავშვით, ბებია და ბაბუა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცველები ორ ვერსიაზე მუშაობენ – ხანგრძლივი დაძაბული ურთიერთობა ოჯახთან, ან ფსიქიკური აშლილობა. 

Facebook Comments
თეგები