სპორტი

ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 

ქართველმა სპორტსმენმა სომეხ ხაჩატრიანს მოუგო. 

ფინალამდე კი სამივე მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, პოლონელ მიელევცზიკს 11-0, ჩინელ ჰუანს 8-0 და უკრაინელ კრავჩენკოს 9-1 მოუგო.

შოთაძემ წელს დუბლი შეასრულა, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს მსოფლიო ოქროც მიუმატა.

გიორგი შოთაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესტონეთში ქართული ჰიმნი ააჟღერა

გიორგი შოთაძემ ესტონეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ჰიმნი ააჟღერა67 კგ1.🇬🇪 გიორგი შოთაძე2.🇦🇲 შანტ ხაჩატრიანი3.🇺🇸 ლუის ომანია3.🇲🇩 ვალენტინ პეტიჩი

Posted by GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, August 18, 2019
Facebook Comments