კრიმინალი

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

ზუგდიდის საავადმყოფოში ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

„იყო უკიდურესად მძიმე, ტერმინალურ მდგომარეობაში, გულის გაჩერებით და აპნოეთი. ჩაუტარდა გულ- ფილტვის რეანიმაცია,თუმცა რამოდენიმე წუთში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – აღნიშნა ჰისპოტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. შს სამინისტროში რადიო „პირველს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Facebook Comments