ბიზნესი ისტორია

ისტორია, რომელსაც რეკლამაში ვერ მოისმენთ- კოკა კოლას შემქმნელი ნარკომანი იყო და სიღატაკეში მოკვდა

Coca-Cola ყველაზე ცნობილი სასმელია, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იყიდება. კომპანია The Coca-Cola Company  კი, უალკოჰოლო სასმელების ყველა მსხვილი მწარმოებელია, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზეა დამკვიდრებული და  დღეში პროდუქციის 1,0 მილიარდი ერთეულს ყიდის. 

კომპანია Coca-Cola  თანამედროვე გლობალიზმის ნათელი მაგალითია. მასში 100 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბრენდად ითვლება. თუმცა კომპანიის ისტორიას თავისი ტრაგიკული ფურცლები აქვს. 

ცნობილი სასმელი აფთიაქარმა ჯონ პემბერტონმა გამოიგონა. ის სამოქალაქო ომის მონაწილე იყო და კონფედერანტების მხარეს იბრძოდა. 1865 წელს პემბერტონი კოლამბუსის შეტაკებაში მონაწილეობდა, რომელიც სამოქალაქო ომის ბოლო ბრძოლად ითვლება. პემბერტონი მკერდში დაიჭრა და დიდი ხნის განმავლობაში იძულებული იყო, მორფი მიეღო ტკივილების გასაყუჩებლად, საბოლოოდ კი, მორფზე დამოკიდებული გახდა. 

თავისი ფარმაცევტული ცოდნის დახმარებით, პემბერტონმა გადაწყვიტა, ეპოვა მორფზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო წამალი და სხვადასხვა მცენარეებით დაიწყო ექსპერიმენტები, მათ შორის კოკაინით. 1866 წელს ის უკვე ყიდდა ალკოჰოლურ სასმელს „პემბერტონის ფრანგული ღვინის კოკა“ (Pemberton’s French Wine Coca). სასმელს ის თავის აფთიაქში Eagle Drug & Chemical House ამზადებდა.

სასმელი რეკლამირდებოდა როგორც ტკივილგამაყუჩებელი ანტიდეპრესანტი და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

მაგრამ იმავე, 1866 წელს ატლანტაში მშრალი კანონი მიიღეს, რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოებას, რეალიზაციასა და ყიდვას კრძალავდა. პემბერტონის საწარმოსთვოს ეს დიდი დარტყმა იყო, ის იძულებული გახდა, თავისი სასმელი უალკოჰოლო გაეხადა. 

მიუხედავად იმისა, რომ პემბერტონი ამბობდა, რომ ერთ დღეს კოკა-კოლა ეროვნული მნიშვნელობის სასმელი გახდებოდა, თავიდან მასზე დიდი მოთხოვნა არ იყო და ფარმაცევტმა რეცეპტის გამოყენების უფლება თავის ატლანტელ კომპანიონებს მიჰყიდა. ამ ისტორიაში ყველაზე სევდიანი ის არის, რომ კოკა-კოლამ თავისი შემქმნელი მორფზე დამოკიდებულებისგან ვერ იხსნა და მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. 

მორფი საკმაოდ ძვირი ღირდა და პემბერტონის მთელი შემოსავალი დამღუპველი დამოკიდებულების დასაკმაყოფილებლად იხარჯებოდა. ის 1888 წელს დაუძლურებული და თითქმის გაღატაკებული გარდაიცვალა. 

პემბერტონმა კომაპნიის საკმაოდ სოლიდური წილი მაინც დაიტოვა და მემკვიდრეობით თავის ვაჟიშვილს დაუტოვა. თუმცა ჩარლზმა კოკა-კოლას ყველა აქცია გაყიდა, რადგანაც თვითონაც მორფინისტი იყო. ის მამის გარდაცვალებიდან 6 წელიწადში გარდაიცვალა და კოკა-კოლას მსოფლიო ტრიუმფს არ მოსწრებია. 

Facebook Comments
თეგები