ეკონომიკა

საქართველოში ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში ხორცის წარმოება 16 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6% -ით მეტია. 

ამავე პერიოდში რძის წარმოება 3.4 მილიონი ლიტრით, კერძოდ – 193 მლნ ლიტრამდე გაიზარდა.

რაც შეეხება შემცირებას, უწყების ცნობით, ფერმერებმა 151,1 მლნ ცალი კვერცხი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5,4%-ით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტლისთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 965.3 ათასი სული შეადგინა, 1.4%-ით ნაკლები, ვიდრე 2018 წლის ანალოგიური პერიოდისთვის.

საქსტატის  ინფორმაციითვე, რქოსანი პირუტყვის მთლიანი რაოდენობიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.6 ათასი სულით განისაზღვრა (-5.8%), ფრინველის რაოდენობამ კი 10.4 მლნ ფრთა შეადგინა, რაც 4.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Facebook Comments