სპორტი

ფიფამ წლის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2019 წლის საუკეთესო გოლის პრემიის პრეტენდენტები დაასახელა.

10 საუკეთესო გოლის ავტორებს შორის მატეუს კუნია („რედ ბულ ლაიფციგი“),  ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ლოს-ანჯელეს გელაქსი“), ლიონელ მესი („ბარსელონა“), აჯარა ნჩუტი (კამერუნის ნაკრები), ფაბიო კუალიარელა („სამპდორია“), ხუან ფერნანდო კინტერო („რივერ პლეიტი“), ემი როდრიგესი („იუტა როიალსი“), ბილი სიმფსონი („კლიფტონვილ ლედისი“), ანდროს ტაუნსენდი („კრისტალ პელასი“) და დანიელ ზსორი („დებრეცენი“) მოხვდნენ.

წლის საუკეთესო გოლისთვის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო 2018 წელს „ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მიიღო. კენჭისყრა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

Facebook Comments