რელიგია

დღეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო უფ­ლის ბრწყინ­ვა­ლე ფე­რის­ცვა­ლე­ბას აღნიშნავს

ახა­ლი სტი­ლით 19 აგ­ვის­ტოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო უფ­ლის ბრწყინ­ვა­ლე ფე­რის­ცვა­ლე­ბას დღე­სას­წა­უ­ლობს, დღეს, როცა მა­ცხოვ­რის დი­დე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­მო­ცხად­და.

სახარების მიხედვით, მა­ცხო­ვარ­მა სამი მო­წა­ფე, პეტ­რე, ია­კო­ბი და იო­ა­ნე, თა­ბო­რის მთა­ზე წა­რიყ­ვა­ნა და მათ წი­ნა­შე ფერი იც­ვა­ლა. ფე­რის­ცვა­ლე­ბი­სას იე­სოს­გან ისე­თი ნა­თე­ლი გა­მო­დი­ო­და, რომ მო­ცი­ქუ­ლებ­მა თვა­ლი ვერ გა­უს­წო­რეს და პირ­ქვე და­ემხნენ. ფე­რის­ცვა­ლე­ბის ჟამს მო­ცი­ქუ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ უფალს მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ მოსე და ელია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი ედგნენ, ზე­ცი­დან კი მა­მის ხმა მო­ის­მა: “ესე არს ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლი მე სათ­ნო-ვი­ყავ; მა­გი­სი ის­მი­ნეთ!”

ამის შემ­დეგ მა­ცხო­ვარ­მა კვლავ ად­რინ­დე­ლი სახე მი­ი­ღო და მო­ცი­ქუ­ლებს უბ­რძა­ნა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მის აღ­დგო­მამ­დე არა­ვის­თვის ეთ­ქვათ. მო­ცი­ქუ­ლე­ბი გა­ნაც­ვიფ­რა ამ ხილ­ვამ, უფ­ლის ბრწყინ­ვა­ლე­ბამ. იგი­ვე და­ე­მარ­თე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს, ამი­ტომ უფალ­მა მხო­ლოდ მეყ­სე­უ­ლად გვიჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე, სახე, რო­მელ­საც ჩვენ­სა­ვე სა­კე­თილ­დღე­ოდ გვი­მა­ლავ­და. სწო­რედ ამ გა­ნუ­ზო­მე­ლი ნათ­ლის გამო იყო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი­ვით რომ და­დი­ო­და – სხვაგ­ვა­რად მას ვერც კი შე­ხე­დავ­დნენ. ამა­ვე დროს, იმის მა­გა­ლით­საც გვაძ­ლევ­და, რა­ო­დენ თავ­მდა­ბა­ლი უნდა იყოს ქრის­ტი­ა­ნი. აკი თა­ვა­დაც ამ­ბობს: ის­წა­ვეთ ჩემ­გან, რა­მე­თუ მშვიდ ვარ და მდა­ბალ გუ­ლი­თაო. იესო თვი­თონ­ვე აღას­რუ­ლებ­და ყვე­ლა­ფერს, რის­კე­ნაც ხალ­ხს მო­უ­წო­დებ­და.

ეს დღე კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზანს, სუ­ლი­ერ ფე­რის­ცვა­ლე­ბას.

მოგ­ვცეს უფალ­მა ძალა, რომ ჩვენც გვეც­ვა­ლოს ფერი, რომ “ძვე­ლი­სა კა­ცი­სა გამ­ძარ­ცველ­თა, ახა­ლი შე­ვი­მო­სოთ” და და­ვიმ­კვიდ­როთ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი, სა­დაც მა­რა­დის ბრწყი­ნავს უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე.

ფერისცვალობის დღეს ოჯახში ყველანაირი ხილი მიაქვთ. ეს ერთგვარი ტრადიცია იყო, რომელმაც საეკლესიო მსახურების სახე შეიძინა. თავდაპირველად ამ დღეს პირველნაყოფები იკურთხებოდა, რაც ჩვენს ქვეყანაში მოდის, თუმცა დღეს შესაძლებელია ნებისმიერი ხილის კურთხევა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni