სპორტი

„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებში“ ქართველებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

ჩინეთში 8-18 აგვისტოს ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები“ გაიმართა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

წელს საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ჩენგდუში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის პოლიციელმა და მეხანძრემ მიიღო. უწყების ცნობით, სამინისტროდან  სპორტის სახეობებში 7 წარმომადგენელი ასპარეზობდა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ქართველი მონაწილეებიდან თითოეულმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი კი ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა.

Facebook Comments