უცხოური მედია

Fox News: New York Times-ი აშშ-ს ისტორიის სტალინიზებას ახდენს

FILE- In this June 28, 2018, file photo, a police officer stands guard outside The New York Times building in New York. The New York Times Co. reports earnings Wednesday, Aug. 8. (AP Photo/Mary Altaffer, File)

FOX News -ის პოლიტიკურ კოლუმნისტ ჯეფრი ლორდს მიაჩნია, რომ გაზეთი New York Times-ი  ამერიკის ისტორიის გადაწერას და სტალინიზაციას ახდენს,-ამის შესახებ მან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. 

„ის, რითიც დაკავებულია New York Times-ი, ამერიკული ისტორიის სტალინიზაციაა,-აცხადებს ლორდი. მისი თქმით, პოლიტიკურ მემარცხენეებს, რომლებსაც ის „ნიუ-იორკ ტაიმსს“ მიაკუთვნებს, სურთ, რომ მთლიანად გადაწერონ აშშ-ს ისტორია იმაზე აქცენტირებით, რომ ქვეყანა მთლიანად რასიზმზეა დაფუძნებული. მას მიაჩნია, რომ გაზეთი ცდილობს, რასიზმის თემა განავითაროს და  დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ მიმართოს. 

ლორდი ასევე კომენტარს აკეთებს  New York Times-ის პროექტზე სახელწოდებით 1619 Project, რომელშიც გამოცემის ავტორები ყვებიან აფრიკიდან მონებით დატვირთული პირველი გემის შესახებ. 

„მე წავიკითხე სტატიები ე.წ. „პროექე1619“-ზე , იქ ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, რომ მონობა და სეგრეგაცია დემოკრატიული პარტიის დროს იყო“.

ლორდმა ასევე ისაუბრა ინტერნეტ-გამოცემა Slate-ის სტატიის შესახებ. გამოცემამ 15 აგვისტოს გამოაქვეყნა „ნიუ-იორკ თაიმსში“ შეხვედრის ჩანაწერი. ჩანაწერში გაზეთის მთავარი რედაქტორი დინ ბაკე მოუწოდებს გამოცემის თანამშრომლებს, ტრამპის მისამართით რიტორიკის შეცვლისკენ: ამიერიდან მოქმედ პრეზიდენტს ბრალი უნდა დაედოს რასიზმში და არა რუსეთთან კონტაქტებში. 

როგორც შეხვედრაზე ბაკე აღნიშნავს, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, რობერტ მიულერის მოხსენებამ ტრამპის რუსეთთან აშკარა კავშირები ვერ გამოავლინა. ახლა რედაქტორები, რომლებიც ადრე ამ ისტორიით იყვნენ დაკავებულები, მთავარი რედაქტორის მითითებით, უნდა გადაერთონ აშშ-ში რასიზმის პრობლემების გაშუქებაზე. 

Facebook Comments