უცხოური მედია

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში 2300 ადამიანი დააკავა

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირის რეგიონში 2300 ადამიანი დააკავა.- ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს. NBC News-ის ცნობით, დაკავების მიზეზი ანტიინდური კამპანია გახდა.

ინდოეთის მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად შეავიწროვოს ის პირები, რომლებიც რეგიონისთვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას და პაკისტანთან შეერთებას ითხოვენ.

დაძაბულობამ რეგიონში 2 აგვისტოს იმატა, როდესაც ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში ტერორისტული აქტის საფრთხის შესახებ განაცხადა და შტატში დამატებითი ძალები შეიყვანა.

ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც 6 აგვისტოს ინდოეთმა ჯამუს და ქაშმირის შტატებს განსაკუთრებული სტატუსი გაუუქმა. მათ ადგილზე შეიქმნება ორი ტერიტორია შტატზე ნაკლები თვითმმართველობის უფლებით. ქაშმირის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მუსლიმია; პაკისტანი მათ ტრადიციულად მხარს უჭერს.

ინდოეთმა და პაკისტანმა ქაშმირი 1947 წელს გაიყვეს, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქაშმირისთვის მხარეებმა ორჯერ იომეს.

Facebook Comments