სამართალი

ლაურა ღაჭავა მისთვის ბრალის წარდგენაზე – პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას საგამოძიებო უწყებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც ლაურა ღაჭავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებსგანუცხადა, საქმის მასალების 15 ტომი, თავისი აუდიოჩანაწერებით უკვე გადაეცა, რისი გაცნობის შემდეგაც ის კომენტარს გააკეთებს.

„ბრალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. 15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით. გაცნობამდე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არის საქმის მასალები, რისი საქმის კურსშიც საერთოდ არ ვარ. აზრზე არ ვარ, რა ხდება და როგორ არის. პოლიტიკური მოტივი არის გამორიცხული“, – განაცხადა ღაჭავამ.

მისივე თქმით, საქმე 2013 წელს ეხება და რატომ გახდა დღეს აქტუალური, მისთვის გაუგებარია.

„მე ყველაფერი წესრიგში მაქვს. უნდა გავეცნო. დღეს რატომ გახდა ეს საქმე აქტუალური, ამას ვერ გეტყვით. მე არ მქონდა იმის უფლება ეს მეკითხა“, – განაცხადა ღაჭავამ.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

Facebook Comments