პოსტები სოციალური ქსელიდან

ეხ..როგორ შეზრდია სადარბაზოს ფოსტის ყუთი,დაივიწყა ყველამ და მათ შორის მეც..

,, ეხ…………………

როგორ შეზრდია სადარბაზოს ფოსტის ყუთი,დაივიწყა ყველამ და მათ შორის მეც…მტვერიც დასდებია, გვარიც გაცრეცილა და ბინის ნომერიც,აღარც მისანიშნებლად და აღარც თაცისი საქმის საკეთებლად აღარ ვარგა,ერთ დროს კი……………………….გაფაციცებით ვაღებდი ხოლმე ,ველოდებოდი ახალ გაზეთს თუ წერილობით გზავნილ ამბავს.

წავიდა დრო…რასაც ვერასდროს დავიბრუნებთ,ეხლა ხშირად ისმის,,ეს ვინარიი,,-,,ახალი მეზობელია,საწყალი ხათაბალა,მისმა ბიჭმა გაყიდა ბინა,ვალები ქონდა და მესამე მასივში გადავიდა,,დარჩა სადარბაზოს კედელი და დამტვერილი ყუთი,სადაც ეწერა ,,ხათაბალა,, .,ბევრი ის ადამიანიც ვეღარ გაუვლის გვერდს ვინც აქ დადიოდა,ხანდახან ჩხუბობდა კიდეც,,ჩემი ყუთიდან ვიღაც გაზეთებს იპარავს,,ო, ზეცაში აფრინდნენ და ეხლა იქ კითხულობენ ჩვენ ამბებს,ვჩანვაართ ნეტავ იქიდაან,უფალმა უწყის………..
გახსოოვს ? ხშირად ისმის ეს შეკითხვა……..მახსოვს,მახსოვს…! “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯამბულ გამცემლიძე

Facebook Comments