გიორგი გაბუნიას განცხადების შემდეგ ნიკა გვარამიამ მას თავზე აკოცა

მთავარი არხი იქნება იქ, სადაც ვიქნებით ჩვენ, ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავი2 მთავარი არხი მაშინ იყო, როდესაც ისინი მუშაობდნენ. 

„მთავარი არხი- ეს იყო ჩვენი სლოგანი დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც მანანა დოიაშვილის მოგონილია. ძალიან მაგარი სლოგანია და ძალიან მაგრად გამოხატავს ჩვენი არხის არსს. მე ვთვლი, რომ რუსთავი2 იყო მთავარი არხი, როდესაც ეს გუნდი იქ მუშაობდა. ახლა ვთვლი, რომ მთავარი არხი იქნება ის, სადაც ჩვენ წავალთ და ჩვენი ლიდერი იქნება ნიკა გვარამია. მე მივდივარ იქ“,-განაცხადა გიორგი გაბუნიამ და ნიკა გვარამიას კოცნა დაიმსახურა. 

Facebook Comments

ახალი დადებული