ნინო შუბლაძე 2013 წელს რუსთავი 2-დან იმიტომ წავიდა, რომ მას ერთი ვიდეო ვანახე

ნინო შუბლაძე 2013 წელს „რუსთავი 2“-დან იმიტომ წავიდა, რომ მას ვანახე ვიდეო, სადაც ის მთავრობის წარმომადგენელს „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის შუბლაძეს შეუთანხმდა, რომ წასულიყო არხიდან და ვიდეოს არ გამოაქვეყნებდა. 

„ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება ნინო შუბლაძეზე. მასაც უნდა ახსოვდეს ალბათ, რის გამოც წავიდა. ის ვიდეო დღესაც არსებობს, სადაც შუბლაძე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთან „რუსთავი 2“-ის განადგურების გეგმაზე საუბრობს. მე ვანახე მას ეს ვიდეო და ამის გამო წავიდა. მე საკუთარი სიტყვა დავიცავი და არსად გამომიქვეყნებია ეს ვიდეო, პირიქით, 50 000-ლარიანი პრემიით გავაცილე ნინო შუბლაძე სამსახურიდან“,- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება. მისი თქმით, შეთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

Facebook Comments

ახალი დადებული