შორენა, უფრო იდიოტი და ნაძირალა აღმოჩნდით, ვიდრე მეგონა

შორენა, უფრო იდიოტი და ნაძირალა აღმოჩნდით, ვიდრე მეგონა,-ასე პასუხობს რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ლიბერალის“ რედაქტორს, შორენა შავერდაშვილს, რომელმაც რ2-იდან ჟურნალისტების წასვლაზე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა კომენტარი. 

„შორენა, უფრო იდიოტი და ნაძირალა აღმოჩნდით, ვიდრე მეგონა. არადა, რომ იცოდეთ, რამდენად იდიოტი და ნაძირალა მეგონეთ, ამ კომენტარის წაკითხვისას ჯერ გაგიკვირდებოდათ, უფრო მეტი სადღაო. ბრაზი მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდოდა“,-დაწერა ნიკა გვარამიამ, რაზეც შორენა სავერდაშვილმა ასე უპასუხა: „ნიკა, კომპლიმენტად უნდა აღვიქვა თქვენი თავდასხმა, სხვა რა გზაა, უფრო რაციონალურ დისკუსიას არა აქვს აზრი, სამწუხაროდ“.

შეგახსენებთ, შორენა შავერდაშვილმა ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ  ნიკა გვარამიას განცხადება თავისი უკვე ყოფილი ჟურნალისტების და თანამშრომლების შეურაცხყოფა და შანტაჟი იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული