მედიცინა

30 წლის ასაკში დაფიქსირებულმა მაღალმა წნევამ ტვინს შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას

High Blood Pressure in Men

მაღალმა წნევამ, განსაკუთრებით 30-დან 40 წლამდე ასაკში, ტვინის ჯანმრთელობას შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას, – ამის შესახებ BBC წერს, ახალ კვლევებზე დაყრდნობით. 

კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც 30 წლის ასაკში მაღალ წნევას განიცდიდნენ, მოგვიანებით სისხლძარღვებისა და ტვინის დაზიანება აღენიშნებოდათ. 

მეცნიერების თქმით, კრიტიკული პერიოდია 30-დან 40 წლამდე, რა დროსაც მაღალი წნევა ტვინის დაზიანებას აჩქარებს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ტვინის ჯანმრთელობასა და ადრეულ ასაკში მაღალ წნევას ერთმანეთს უკავშირებენ. 

Facebook Comments
თეგები