უცხოური მედია

აშშ-ში, ტყეში სექსის გამო, 5 პენსიონერი, მათ შორის 85 წლის ქალი დააკავეს

აშშ-ში, 9 აგვისტოს, შეშფოთებულმა მოსახლეობამ პოლიციას შეატყობინა, რომ კონეკტიკუტის ტყის მასივში წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. 

შედეგად, პოლიციამ დააკავა 6 ასაკოვანი მოქალაქე- ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი იმის გამო, რომ ტყეში სექსით იყვნენ დაკავებულნი. დამნაშავეების ასაკი 62-და 87 წლამდეა. ისინი გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოს ელოდებიან.

ამ ტყეში მსგავსი შემთხვევები ხშირია, ბოლო დროს მას „წყვილები“ შეეჩვივნენ, როს გამოც პოლიციამ პატრულირება გააძლიერა. 

დაკავებულთაგან ერთ-ერთს ადრე გაფრთხილება ჰქონდა მიღებული წესრიგის დარღვევის გამო. ის ქუჩაში შიშველი სეირნობდა.

Facebook Comments