ისე თუ იცით, დიანა ჯოჯუა, გიორგი ლაფერაშვილი და ბევრი სხვა რატომ გაიძახიან “13 წელიო”?

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

“აი, ესაა თქვენი “პროფესიონალთა გუნდი”!ადამიანი რომ “13-ტ” – ამას ასე დაწერს, იმას  “ჟურნალისტი” ჰქვია საერთოდ? ეს ცალკე და ისე თუ იცით, ესეც, დიანა ჯ ო ჯ უ ა ც, გიორგი ლაფერაშვილიც და ბევრი სხვაც რატომ გაიძახიან “13 წელი, 13 წელიო”?

რა მოხდა ამ 13 წლის წინ?რატომ მოვიდნენ ესენი ყველანი “რუსთავი2”-ზე, სწორედ 13 წლის წინ, ანუ ზუსტად 2006 წელს?

რა და, 2006 წელს ანუ 13 წლის წინ მოხდა სწორედ ქიბარ ხალვაშისთვის ტელევიზიის წართმევა.

ამას მოჰყვა გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკატაბატაძის დათხოვნა და მის ადგილზე  მიშა სააკაშვილის პირადი მსახურის – გიორგი აარველაძის ძმაკაცის და “ხელის ბიჭის”კობა დავარაშვილის დანიშვნა!

ამის გამო არხი დატოვა “კკურიერის” თითქმის ყველა თანამშრომელმა და ყველა ძველმა “რუსთავი 2”-ელმა!

აი, სწორედ მათ ადგილზე მოვიდნენ ეკო მაღრაძე და მისნაირები! ანუ, 13 წლის წინ რომ არხიდან წასვლა აიძულეს ძველ, ნამდვილ “რუსთავი2”-ელებს, ეგ თურმე არაფერი ყოფილა კაცო, მათ ადგილზე მოსვლა და მათი ადგილის დაკავება არ ყოფილა პრობლემა!

და ახლა ამ უტიფრებს რომ დამსახურებულად უშვებენ სამსახურიდან, ეს ყოფილა ტრაგედია კაცო!

და მთელმა საზოგადოებამ უნდა ივიშვიშოს თურმე…მსგავსი უსინდისობა მართლაც იშვიათია…

აი, ასეთი “ისტორია” დაწერეს ამათმა…” 

Facebook Comments

ახალი დადებული