პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – გეუბნებით, იქმნება აბსოლუტურად ახალი, სერიოზული ძალა

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზახაზარაძე აცხადებს, რომ სექტემბერში ახალ მოძრაობას დააფუძნებს, რომელშიც უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გაერთიანდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. როგორც საზოგადოებას შევპირდი, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ეს არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც უნდა ახალ საქართველოში ცხოვრება. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი და ბოლო 9+9 წელის განხილვებით არის საზოგადოება დაკავებული და ერთდღიანი შოუებით. გეუბნებით, იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის“, -განაცხადა ხაზარაძემ.

Facebook Comments
თეგები