უცხოური მედია ჯანდაცვა

აშშ-ში ვეიპერის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ელექტრონულის სიგარეტით გამოწვეული სიკვდილის პირველი შემთხვევა აშშ-ში, ილინოისის შტატში დაფიქსირდა. ამის შესახებ  Fox News იუწყება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პაციენტი საავადმყოფოში ვეიპინგით გამოწვეული სერიოზული რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია, მისი ვინაობის, ასაკისა და მოქალაქეობის შესახებ არ ვრცელდება. 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შტატების საავადმყოფოებში 17-დან 39 წლამდე ასაკის 22 პაციენტი მკურნალობს, რომლებმაც გასულ კვირას ელექტრონული სიგარეტის კვამლი შეისუნთქეს. 

სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, ექსპერტები შტატებში ჩავიდნენ და თიითოეულ შემთხვევას გამოიკვლევენ. 

Facebook Comments