ხელოვნება და კულტურა

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს – „სარაევოს გულის” მფლობელი გახდა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს სულ 3 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში  აჩვენეს ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა 12”, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში – პეტრე თომაძის “ღამის სეანსი”.

გამარჯვებულებს შორის დასახელდა ლევან გელბახიანი. ლევანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს – “სარაევოს გულის” მფლობელი გახდა ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის.

საკონკურსო სექციების გარდა, კინოფესტივალის საპატიო ჯილდო “სარაევოს გული” გადაეცათ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, პაველ პავლიკოვსკის, იზაბელ იუპერსა და ტიმ როთს.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინოღონისძიებად ითვლება.

Facebook Comments