უცხოური მედია ჯანდაცვა

პლიუშკინის სინდრომი – აშშ-ში ნივთების დაგროვებისკენ მისწრაფებას ფსიქოლოგები ებრძვიან

თეფშებზე მიმხმარი საჭმელი, ძველი ტანსაცმელი, სახმარად უვარგისი ნივთები, რომლებიც კარების შესასვლელს ბლოკავს,-ასეთი სურათი შესაძლებელია იმალებოდეს ამერიკული სახლის მოწესრიგებული ფასადის უკან,- ამის შესახებ  გამოცემა formdaily წერს.

ეს ყველაფერი ჰოლდერის ნამოქმედარია – ადამიანის, რომელსაც პათოლოგიური მისწრაფება აქვს ყველანაირი ნივთის უაზრო ოდენობით ყიდვისა და შენახვისკენ. ასეთი ადამიანებისთვის საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისას შექმნილი სიძნელეებიც კი პრობლემას არ წარმოადგენს და ტონობით ხლამი ერთი ადგილიდან მეორეში გადააქვს. ჰოლდერის ნივთების გადაზიდვა ნამდვილი კოშმარია მუვერებისთვის ( გადაზიდვის სერვისის თანამშრომლები). 

როგორც გამოცემას ერთ-ერთი მუვერი უყვება, ხშირად ჰოლდერის სახლის დაცლის შემდეგ რამდენიმე დღე სჭირდება, რომ გონზე მოვიდეს და გულის რევის შეგრძნებისგან გათავისუფლდეს.

„ჩვენი ერთ-ერთი კლიენტი ქალის ავტოფარეხში ჟანგიანი ველოსიპედი ვიპოვეთ, თითქმის მთლიანად იშლებოდა, სახმარად სრულიად უვარგისი იყო და ფარეხში აქა-იქ მიმოყრილ ძაღლის საკვებთან ერთად ეგდო. ბავშვები უკვე მოზრდილები იყვნენ. ამ ქალის სახლი ჭუჭყისა და ხლამის ნამდვილი ნაგავსაყრელი იყო და ახალ სახლში ყველაფერი თან გადაიტანა. ველოსიპედის და ბავშვის დამტვრეული ეტლის გადაგდება გვინდოდა, მაგრამ სკანდალი მოაწყო. ასეთი ადამიანებისთვის ნებისმიერ ნივთთან განშორება საკუთარი სხეულის ნაწილის მოჭრას უდრის. ასეთ სახლებში მუშაობის 1 დღე ჩემთვის კოშმარია, ისინი კი, წლობით ცხოვრობენ მასში“,- ამბობს „მუვინგ სერვისის“ თანამშრომელი.

გამოცემის ერთ-ერთი რესპოდენტი ყვება, რომ მისი ყოფილი ცოლი ჰოლდერი იყო და ერთად 15 წელი იცხოვრეს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, მიეტოვებინა.

„ორივე ვმუშაობდით და შემოსავალი გაგვეზარდა. ჯესიმ დაიწყო ნივთების შეძენა, ტონობით ჩანთა, ტანსაცმელი, რომლებსაც სადაც მოხვდებოდა, იქ ყრიდა. რაღაც მომენტში ძალიან მომბეზრდა და საძინებელ ოთახში, საკუთარი ნაწილის წესრიგში მოყვანა დავიწყე. შედეგად, ოთახი ორ სამყაროდ გაიყო, სადაც ჯესის ნაწილი უბრალოდ ნაგავსაყრელი იყო. მას არ უნდოდა შეცვლა და თავის საქციელს ნორმალურად თვლიდა, ფსიქიატრთანაც მივიყვნე, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა, ჩვენ დავშორდით და ამის მთავარი მიზეზი მისი ჰორდერობა იყო“,-ამბობს გამოცემის რესპოდენტი. 

აშშ-ში ჰორდინგმა, ანუ პლიუშკინის სინდრომმა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდასთან ერთად გიგანტურ მასშტაბებს მიაღწია. ადამიანი ყიდულობს ათასობით ნივთს და საკუთარ სახლს ბინძურ საწყობად აქცევს. 

ამერიკაში ჰორდინგის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა გამოცხადდა. მუშაობენ სპეციალური ფონდები, რომლებიც ეხმარებიან მკურნალობაში და აღნიშნული დაავადების პრევენციისათვის კვლევებს აფინანსებენ, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. საერთაშორისო ფონდმა OCD-მ ჰორდინგის სამკურნალო პრეპარატის შექმნისთვის $ 500 000  გრანტი გამოყო. 

Facebook Comments