უცხოური მედია

პოლონეთი მზადაა ქვეყანაში აშშ-ის ბირთვული რაკეტები განათავსოს

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პეკინი და მოსკოვი მსოფლიოში მშვიდობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ნატომ უნდა განიხილოს ევროპაში საშუალო რადიუსზე მოქმედი ბირთვული რაკეტების განთავსების საკითხი, – ამის შესახებ Deutsche Welle  წერს.

მისი თქმით, პოლონეთი მზადაა ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული რაკეტები განათავსოს. 

მორავეცკის განცხადებით, რუსეთმა არ შეასრულა 1988 წლის ბირთვული შეთანხმების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ევროპაში საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების განთავსებას კრძალავს. ამიტომ მისთვის გასაგებია ნატოს პოზიცია.  

ამასთან პოლონეთის პრემიერი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ახალი ხელშეკრულება მომზადდეს, რომელშიც ჩინეთიც ჩაერთვება. 

რუსეთმა „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“ მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. 

აშშ-მა ბირთვული შეთანხმება ოფიციალურად 2019 წლის აგვისტოში დატოვა. რა არის „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? – წაიკითხეთ ბმულზე.

Facebook Comments