უცხოური მედია

რუსეთში, მშობიარეს გარდაცვალების შემდეგ, ექიმები საავადმყოფოდან გაიქცნენ

რუსეთში, სტავროპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში საოპერაციო მაგიდაზე მშობიარე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემა Кавказ пост-ის ცნობით, 24 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი საკეისრო კვეთის დროს ძლიერი სისხლდენა გახდა, მშობიარემ დაახლოებით 1.5 ლიტრი სისხლი დაკარგა. გარდაცვლილის ნათესავები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მედიკოსებმა ქალს პრომედოლის ორმაგი დოზა შეუყვანეს, შემდეგ კი, მომაკვდავი რეანიმაციის განყოფილებაში მიატოვეს.

Telegram-არხის, Mash ინფორმაციით, ექიმები მშობიარეს გარდაცვალების შემდეგ უბრალოდ, საავადმყოფოდან გაიქცნენ. 72 წლის მეან-გინეკოლოგმა პაციენტის მიტოვების მიზეზად შეუძლოდ ყოფნა დაასახელა, ერთ-ერთმა ექიმმა კი, განაცხადა, რომ  ქმარმა დაურეკა და სთხოვა, სასწრაფოდ სახლში მისულიყო.   

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე ექიმებმა მშობიარეს მდგომარეობის გაუარესება დააფიქსირეს, ამასთან, აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში ჟანგბადის ნიღაბი გატეხილი იყო. ცნობილია, რომ ახალშობილი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

Facebook Comments