ხელოვნება და კულტურა

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეული გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია შეადგინა. გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიის სათავეშია სკარლეტ იოჰანსონი. 

2018 წელის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში მსახიობმა 56 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თანხის დიდი ნაწილი იოჰანსონმა Marvel-ის კომიქსების მიხედვით შექმნილ ფილმებში, შავი ქვრივის როლისთვის მიიღო. 

სიაში მეორე ადგილზეა კოლუმბიელი და ამერიკელი მსახიობი სოფია ვერგარა, რომელიც ცნობილია როლით ფილმში „ამერიკული ოჯახი“. სერიალმა მას 44,1 მილიონი დოლარი მოუტანა. მესამე ადგილზეა რიზ უიზერსპუნი, რომელმაც 35 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

ათეულში შევიდნენ ნიკოლ კიდმანი, ჯენიფერ ენისტონი, კეილი კუოკო, ელიზაბეტ მოსი, მარგო რობი, შარლიზ ტერონი და ელენ პომპეო. 

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni