Advertisements

მინსკში ამ დღემ ქართული აქცენტით ჩაიარა – რას წერს ბელარუსული მედია ქართული სახლის გახსნაზე

ქართული სახლი ჰქვია, მაგრამ ეს იქნება სახლი ბელარუსებისთვისაც და მინსკის სტუმრებისთვისაც,-ამის შესახებ ბელარუსში საქართველოს ელჩმა, ვალერი კვარაცხელიამ მინსკში, ქართული სახლის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

Nusagi

მინსკში ამ დღემ ქართული აქცენტით ჩაიარა, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში 24 აგვისტოს ქართული სავაჭრო ცენტრი გაიხსნა,- იუწყება СТВ-ს ახალი ამბების პროგრამა „24 საათი“.

„ხელისუფლების წარმომადგენლები, ბელარუსის დედაქალაქის მცხოვრებლები და ბელარუსი ქართველები – ცერემონიაზე უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. ახლა უკვე ადვილია, გაეცნოთ საქართველოს კულტურას, ქვეყანას, სადაც მუდმივად გაზაფხულია, ასევე შეიძინოთ ქართული ტრადიციული პროდუქტები. სივრცე რამდენიმე ზონად იყოფა, სადაც საქართველო მთელი თავისი მშვენებით არის წარმოდგენილი“,-წერს ctv.by და  ​ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვალერი კვარაცხელიას სიტყვებს ციტირებს. 

„საქართველო დიდი არ არის, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყანაა, თავისი ტრადიციებით. შევეცადეთ, მინსკში პატარა საქართველო შეგვექმნა. ქართული სახლი ჰქვია, მაგრამ ის მხოლოდ ქართველებისთვის არ იქნება, ეს იქნება სახლი ბელარუსებისთვისაც და მინსკის სტუმრებისთვისაც, ყველას გეპატიჟებით. ეს არ არის ჩვეულებრივი მაღაზია, ან რესტორანი, ეს საქართველოს კულტურული ცენტრია, სადაც გაიმართება პრეზენტაციები, დეგუსტაციები. აქ შეიძლება დასვათ კითხვები საქართველოზე, ნახოთ ქართული ფილმები, გაეცნოთ ამ ქვეყნის ტრადიციებს. ამიტომ, ვფიქრობ, მინსკის მცხოვრებლები შეიყვარებენ ამ სახლს და აქ ყოველთვის იქნება ხალხმრავლობა“,-აცხადებს ვალერი კვარაცხელია. 


როგორც ბელარუსული მედია წერს, ქართული სახლი – ეს იქნება არა მხოლოდ პლატფორმა სასაქონლო მიმოცვლის გაზრდისთვის, არამედ სივრცე დიალოგისთვისაც.

„საქართველო, რომელსაც ბელარუსები აღმოაჩენენ, შეიცნობს და აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანასაც, თბილისის მერმა სიამოვნებით მიიღო თავისი მინსკელი კოლეგის მიწვევა და ამ დღეს ბელარუსის დედაქალაქს ეწვია“,-წერენ ადგილობრივი გამოცემები. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული