Advertisements

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.

Nusagi

მოქმედ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ერთად , კანდიდატებს შორის არიან „დეპუტატი“ ალმას ჯაპუა, პარტია „აკზაარას“ ლიდერი ლეონიზ ძიაპშპა, ყოფილი „ვიცეპრემიერი“ შამილ აძინბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ არშბა, უნივერსიტეტის პროფესორი არტურ ანქვაბი, ფინანსისტი ასტამურ კაკალია, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია და „უშიშროების სამსახურის“ ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ტარბა.

ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 118 932 ადამიანს აქვს. თავდაპირველად დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციამ მისი 23 ნოემბრამდე გადადება მოითხოვა, ვინაიდან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უარის შემდეგ ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და საპროტესტო აქციები დაიწყო რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით. თავის მხრივ, დეფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციას ბრალს სდებდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში. 22 მაისს, ხაჯიმბამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ე.წ. არჩევნების 21 ივლისიდან 25 აგვისტოსთვის გადატანის შესახებ. 14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ასლან ბჟანია გამოჯანმრთელებეას ვერ ასწრებს და გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გააგრძელებს. მან საკუთარ მომხრეებს ალხას კვიცინიასთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული