ხელოვნება და კულტურა

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა

ანაკლიაში, ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა. მეოთხე დღეს მსმენელის წინაშე მთავარი გამომსვლელები ეიჩ ვი ოუ ბი, კლეპტონი, ვრილი და დაქს ჯეი წარდგნენ. ფესტივალი Echowaves-ი საქართველოში, EXIT-ის ქოლგის ქვეშ უკვე მეორედ გაიმართა.

საქართველოში მას Check in Georgia წარმოადგენს. წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის სანაპიროს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი ეწვია. ანაკლიის ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები.

ფესტივალის მთავარ მიზანს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ქვეყანაში ტურიზმის, რეგიონში კი ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. გასულ წელს ანაკლიის ფესტივალს 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები.

ანაკლიის სანაპიროზე მუსიკის გარდა ფესტივალის ორგანიზატორებმა სტუმრებს სხვადასხვა სპორტულ გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი ღონისძიება შესთავაზეს. ასევე ყოველ დღე ეწყობოდა ფერების შოუ, იოგის მასტერკლასი და სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

Facebook Comments