გია ვოლსკი – ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ ხაზარაძის მოცილება შედის?

ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ მამუკა ხაზარაძის მოცილება შედის?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემული ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა კერძო პირის.

ვოლსკი გამორიცხავს, “ტვ პირველის” მფლობელისა და მისი მამის, ასევე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია.

„იმედია, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგად ამ მძიმე პირობებში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის ინტერესები ანაკლიის პორტს ეხება, რატომ გამორიცხავენ, რომ მას საქართველოს ხელისუფლების მიმართაც ჰქონდეს ინტერესები, რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ? ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ ხაზარაძის მოცილება შედის? ჩვენ ამას საერთაშორისო დონეზე, თანამიმდევრული ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ. ანაკლიის პორტს გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძე რომ ყოფილიყო, პორტი უცებ აშენდებოდა?! მე არ მინდა ვინმეს უდანაშაულოდ დასჯა და დაპატიმრება, მაგრამ თუ ხაზარაძეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს. პარტია და მედია ასეთი ადამიანებისთვის თავშესაფარი ვერ იქნება“, – განაცხადა გია ვოპლკიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული