უცხოური მედია ქალი და მამაკაცი

რუსეთში მამაკაცების დეფიციტია

რუსეთში ქალებსა და მამაკაცებს შორის კვლავ შენარჩუნდება დემოგრაფიული შეუსაბამობა,-ამის შესახებ ნათქვამია როსსტატის 2036 წლამდე პროგნოზში, ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში 2019 წელს 1000 მამაკაცზე 1154 ქალი მოდის, 2036 წელს კი, 1000 / 1128 იქნება. 

რუსეთის ერთადერთი რეგიონი, სადაც ძველებურად ქალების დეფიციტია, ჩუკოტკაა, სადაც ყოველ 1000 კაცზე 956 ქალი მოდის. ამასთან, პროგნოზით, 17 წლის შემდეგ ქალების რაოდენობა 15%-ით შემცირდება. 2031 წლიდან მამაკაცების რაოდენობა ქალებზე მეტი იქნება კამჩატკაზეც. 

პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის კათედრაზე აცხადებენ, რომ დემოგრაფიული შეუსაბამობა მამაკაცებში სიკვდილიანობის მაღალ რისკს უკავშირდება. 

„თავიდან ბიჭები და გოგოები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით იბადებიან, , მაგალითად, 0-დან 4 წლამდე 1000 ბიჭზე 947 გოგო მოდის, სიტუაცია იცვლება 20-25 წლის ასაკში, როცა ათას ბიჭზე უკვე 1023 გოგო მოდის და ეს პროცესი სულ უფრო მძიმდება“,-აცხადებს კათედრის დოცენტი ალექსანდრ ტიმოფეევი.

მარტში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვერონიკა სკვორცოვამ მამაკაცების სიკვდილის მთავარი მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, შრომისუნარიანი მამაკაცების გარდაცვალების 70% ალკოჰოლის გამოყენებას უკავშირდება, ყველაზე მოწყვლადი ასაკობრივი კატეგორიაა 50-დან 60 წლამდე მამაკაცები. 

Facebook Comments