ცხოველები

ქალმა 11 წლის წინ დაკარგული კატა იპოვა

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქალმა 11 წლის წინ დაკარგული კატა იპოვა,-ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია ABC7 იუწყება.

მეგი უელზი იხსენებს, რომ 11 წლის წინ ვიღაცამ მისი სახლის კარი ღია დატოვა და სამი წლის კატა სახელად Tiger გარეთ გაიქცა.

„ყველა განვიცდიდით,-ყვება კატის პატრონი,-მოხდა ისე, რომ ერთ წელიწადში საცხოვრებლად სხვაგან გადავედით, სახლის ახალ მეპატრონეებს კი, ვთხოვეთ, თუ ეზოში კატას დაინახავდნენ, ჩვენთვის შეეტყობინებინათ. თუმცა ის აღარ დაბრუნებულა“.

ქალი დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან, მისი კატა მაინც გამოჩნდებოდა.

საბოლოოდ, კატა ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა შენიშნა. მისი თქმით, ბოლო სამი წელია, მის სახლთან უპატრონო კატა მიდიოდა.

„ყოველ წელს სულ უფრო ცუდად გამოიყურებოდა, გაზაფხულზე კატა შედარებით ხშირად ჩანდა და ქალმა შეამჩნია, რომ ცხოველს ჩიპი ჰქონდა ჩადგმული. ჩიპზე დატანილი ინფორმაციით, თავშესაფრის თანამშრომელმა კატის პატრონი იპოვა და 22 აგვისტოს კატა მიუყვანა.  


Facebook Comments
თეგები