რელიგია

მართლმადიდებლობაში მარიამობა თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში შედის

დღესა მარიამობაა, ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში ეს დღე შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში.

მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ ორ­კვი­რი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და, რო­მე­ლიც 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო .
ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ამ მარ­ხვის და­წყე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. უც­ნო­ბია, ასე­ვე, რო­დის და­წეს­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ღვთის­მშო­ბელს მისი მი­ძი­ნე­ბის დღე უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის მიერ ახა­რა, რო­მე­ლიც მას ზე­თის­ხი­ლის მთა­ზე ლოც­ვი­სას გა­მო­ე­ცხა­და. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა დე­დაღვთი­სას ამ­ცნო, რომ სამი დღის შემ­დეგ მი­ი­ძი­ნებ­და. ამის და­სა­მოწ­მებ­ლად კი სა­მო­თხე­ში დარ­გუ­ლი ფი­ნი­კის ხის ტოტი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლით ბრწყი­ნავ­და. იგი მის საფ­ლავ­თან უნდა მი­ე­ტა­ნათ. ღვთის­მშობ­ლის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, უფალ­მა სა­ქა­და­გებ­ლად წა­სუ­ლი წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი მი­ძი­ნე­ბის დღეს ღვთის­მშო­ბელ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შეკ­რი­ბა. უფალ­მა ასე­ვე ის­მი­ნა ღვთის­მშობ­ლის თხოვ­ნა, რომ არ ეხი­ლა ჯო­ჯო­ხე­თის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და ღვთის­მშობ­ლის სული ცათა სა­უ­სუ­ფე­ველ­ში თა­ვად უფ­ლის ხე­ლით ავი­და.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი მო­ცი­ქუ­ლებ­მა გეთ­სი­მა­ნი­ის ქვა­ბულ­ში დაკ­რძა­ლეს. ამ პრო­ცესს თომა მო­ცი­ქუ­ლი არ ეს­წრე­ბო­და. მე­სა­მე დღეს მო­ცი­ქუ­ლებ­მა მის­თვის ქვა­ბუ­ლის ლოდი გა­და­ა­გო­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი უფალ­მა მკვდრე­თით აღად­გი­ნა და ხორ­ცით ზე­ცა­ში აღა­მაღ­ლა. ამი­ტომ ეკ­ლე­სია ღვთის­მშობ­ლის აღ­სას­რულს მი­ძი­ნე­ბას უწო­დებს.

Facebook Comments
თეგები