ეკონომიკა

მიკროსაფინანსოების საპროცენტო შემოსავლების 86,7% ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოდის

2019 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავლებმა 158, 711 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 86,7% ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოდის. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან ჯამში 137, 725 მლნ ლარის მოგება მიიღეს.

აქედან, 23,772 მლნ ლარი – ვაჭრობიდან და მომსახურებიდან, 63, 295 მლნ – სამომხმარებლო სესხებიდან, 11, 478 მლნ – სოფლის მეურნეობიდან, 17, 789 მლნ – ონლაინ სესხებიდან, 19, 680 მლნ – ლომბარდებიდან, 1,111 მლნ – განვადებებიდან, ხოლო 2, 596 მლნ სხვა ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, 2019 წლის ორ კვარტალში მისო-ებმა იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან 2,254 მლნ ლარის მოგება მიიღეს. აქედან, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს სესხებიდან – 1,875 მლნ ლარი, სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს სესხებიდან – 35, 456 ათასი ლარი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს სესხებიდან – 19,449 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი სესხებიდან – 323,452 ათასი ლარი მიიღეს.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კლიენტებისთვის მიცემული სესხების ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულ შემოსავალს, ჯამში, 15,003 მლნ ლარი შეადგინა.

Facebook Comments