სელებრითები

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დედოფლისგან უარი მიიღეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ქორწილის შემდეგ დედოფალთან და მის მეუღლე ფილიპთან ერთად გეგმავდნენ უინძორების სასახლეში ცხოვრებას. პრინცმა ჰარიმ ბებიას მისთვის და მეგანისთვის სამეფო რეზიდენციაში აპარტამენტების გამოყოფა მოთხოვა, მაგრამ უარი მიიღო,-ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Sunday Times წერს.  

არავისთვის არ იყო საიდუმლო, რომ ქარიზმატული პრინცი დედოფლის სათაყვანებელი შვილიშვილი იყო, თუმცა მსახიობ მეგან მარკლზე ქორწინების შემდეგ, ბებიასა და შვილიშვილს შორის ურთიერთობა გაცივდა.

მიუხედავად იმისა, რომ უინძორების სასახლეში უამრავი ცარიელი საძინებელი ოთახია, ბრიტანეთის დედოფალმა პრინც ჰარისა და მის მეუღლეს იქ ცხოვრებაზე უარი განუცხადა. სამაგიეროდ, საცხოვრებლად გადასცა სასახლესთან ახლოს მდგარი სახლი, რომელიც რემონტამდე სავალალო მდგომარეობაში იყო. გამოცემის ინფორმაციით, სახლის კაპიტალურ რემონტზე გადასახდელების გადამხდელთა მილიონობით გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა. 

Facebook Comments