როცა მეგონა, სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა

Nusagi

ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი Facebook-ში კურიერის გუნდს მიმართავს:

„იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორია დაიწყო, სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა.

თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალისტისთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2-ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?” – წერს ვახო ხუზმიაშვილი. 

შეგახსენებთ, მთავარ არხს დროებით “იბერიის” შენობა დაუთმეს და იქიდან იმაუწყებლებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: