მოგზაურობა

აკიტას ჯიშის ძაღლები, დემონები, რეივა: ფიგურები იპონიის ბრინჯის ყანებში (ვიდეო)

მგზავრებს, რომლებიც იაპონიაში, აკიტას პრეფექტურის სოფლებს შორის მოგზაურობენ, შეუძლიათ დატკბნენ ბრინჯის ყანების პეიზაჟებით. ყოველ წელს მოხალისეები სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ბრინჯის სახეობებით ყანებში ქმნიან ნახატებს, ამისთვის იყენებენ შავ, თეთრ და ყავისფერ ბრინჯს, რომელიც კარგად ჩანს მწვანე ფონზე.   

წელს წარმოდგენილი ნამუშევრები შედგება აკიტას ჯიშის ძაღლების გამოსახულებებით, რომლებიც ქაღალდის მანათობელ ბურთს უყურებენ. სხვა ნამუშევარში გამოსახულია ფუძის მთა და იეროგლიფები, რომლის საშუალებითაც ახალი ერის – რეივას სახელწოდებას გამოსახავენ.

ახალი ერა 2019 წლის 1 მაისს დაიწყო, ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით. 

სხვა ნახატებში გამოსახულია ღვთაება ნამახაგე, რომელიც იცავს ოჯახებს და ბავშვებს. 

ბრინჯის ყანების ნახატების ხელოვნების გაცნობის საუკეთესო დრო იაპონიაში სექტემბრამდე გრძელდება.



Facebook Comments