„მძიმე ბავშვობის“ გამო, პედოფილი ციხიდან გაათავისუფლეს

ბრიტანელი პედოფილი, რომელიც 4 მოსწავლესთან სოციალური ქსელის მეშვეობით დაახლოებას ცდილობდა, ციხიდან გაათავისუფლეს, რადგან გისოსებს მიღმა ყოფნა მასზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ The Sun იუწყება.

პრესტონის სასამართლომ დაადგინა, რომ 19 წლის კაილ სვიტი სასჯელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით მოიხდის. ამასთან, ახალგაზრდა მამაკაცი სექსუალური დამნაშავეების რეესტრში შეიყვანეს და 5 წლით აუკრძალეს კონტაქტი არასრულწლოვნებთან. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში, ის ციხეში დაბრუნდება.

როგორც მოსამართლე ენდრიუ ვულმანი აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღებისას ცდილობდა, საუკეთესო ვარიანტი მოეძებნა როგორც ბრალდებულისთვის, ისე საზოგადოებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდას მძიმე ბავშვობა ჰქონდა და თანაც, „მოწყვლადია“: სხვები მისგან სექსულაურ დაკმაყოფილებას ითხოვენ, მცველები კი, მის დაცვას ვერ ახერხებენ.

სვიტს 2017-დან 2019 წლამდე 4 გოგონასთან ეროტიკული სახის მიმოწერა ჰქონდა. მათი ასაკი 13-14 წელი იყო. პოლიციამ პედოფილს ყურადღება 2018 წელს მიაქცია, როდესაც ერთ-ერთი გოგოს დედამ სამართალდამცველებს მიმართა. ქალმა შეიტყო, რომ მისი შვილი ახალგაზრდა მამაკაცს პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა.

პირველი დაკავების შემდეგ ბრიტანელს ბრალი არ წარუდგინეს, რადგან თვითონ ასეთ ფოტოები არავისთვის გაუგზავნია. თუმცა, იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები მის მიმოწერას ეცნობოდნენ, პედოფილმა სხვა, ახალ პოტენციურ მსხვერპლთან დაიწყო ურთიერთობა და ჩათში საკუთარი პენისის ფოტოები გაუგზავნა.

Facebook Comments

ახალი დადებული