განათლება

უმაღლესი შეფასება ეროვნულ გამოცდებში – სოფიო ქაცარავას შვილი ენერგეტიკოსობას აპირებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შვილი სანდრო რჩეულიშვილი იმ აბიტურიენტებს შორისაა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს. სანდრომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მან უნარებში 69 ქულა აიღო, ქართულში 53, მათემატიკაში 59, გერმანულში 68 და ფიზიკაში -70.

„ფიზიკა ძალიან მიყვარს, ენერგეტიკა კი, ფიზიკის კარგ ცოდნას მოითხოვს, ამიტომ გადავწყვიტე, ენერგეტიკაზე ჩამებარებინა. თან საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია, რომელშიც სამწუხაროდ, ბევრი სპეციალისტი არ გვყავს და ვეცდები, ეს დარგი განვავითარო. სამომავლოდ სწავლა მინდა, გავაგრძელო უცხოეთში, თუმცა იქ დარჩენა არ მინდა. მინდა, რომ ჩამოვიდე და აქ გავაგრძელო მუშაობა“,-განაცხადა სანდრო რჩეულიშვილმა „პალიტრასთან “ საუბრისას. 

შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა.

Facebook Comments