სამართალი

არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება პოლიციელის მკვლელის შეწყალება!

პრეზიდენტის მიერ პოლიციის ოფიცრის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას ხათუნა ხოფერია ეხმაურება. ხოფერია აცხადებს, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ არ მოხდებოდა. 

„ძალიან უცნაური რამ ხდება…
„TV-პირველი გვიჩვენებს რაღაც გაურკვეველ ვიდეოკადრებს, რომლის მიხედვითაც 22 წლის პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს იარაღი გაუვარდა… და რა მერე… ?!… და რა, სასამართლოს არ უნახავს ეს კადრები?!… და რა… უდანაშაულოა რახან გაუვარდა?!…
პრეზიდენტმა შეიწყალა თუ სასამართლოს განაჩენი გააუქმა?… რას გვიმტკიცებენ, რომ უდანაშაულო იყო და იმიტომ შეიწყალა? 
არცერთ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში, არ ხდება პოლიციელის მკვლელის შეწყალება! ის კი მკვლელია… 22 წლის წესიერი ბიჭის მკვლელი!
ახლა, გამოცვივდნენ ნაცები და პრეზიდენტის იდიოტური გადაწყვეტილების გამო სრულიად სამყაროს სვრიან…
ვის აუგორეს და რატომ?… ვინ შეუგდო პრეზიდენტს და რისთვის?… სად გადის ზღვარი პრეზიდენტის დაცვასა და მკვლელის გამართლებას შორის?
…. თუ შეძლებთ, პასუხები თქვენთვის მომინდია!“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში. 

Facebook Comments