ბიზნესი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,იკაპიტალი“ უქმდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,იკაპიტალი“ უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 27 აგვისტოს განკარგულებაშია აღნიშნული.

განკარგულების თანახმად, დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ – აღნიშნულია განკარგულებაში.

ამასთან, სებ-ის გადაწყვეტილებით, ორის მიმართ კი გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყება. კერძოდ, საუბარია მისოებზე – „ლაზარე“ და „კავკასუსკრედიტი“. ამ ორგანიზაციების შესახებ ეროვნულ ბანკში შეტანილ განცხადებას, რომ ლიკვიდატორებმა მათი გადახდისუუნარობის შესახებ განაცხადი სასამართლოში შეიტანონ, სებ-ი დაეთანხმა.

Facebook Comments