Advertisements

უკრაინაში თაღლითები ზელენსკის სახელით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ

უკრაინაში თაღლითური ჯგუფი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის სახელით, მოქალაქეებს ფულს სძალავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბოგდანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

Nusagi

დამნაშავეები სახელმწიფო კომპანიის, „უკრსპეცექსპერტის“ ყოფილი თანამშრომლისგან 570 ათას დოლარს ითხოვდნენ და ამ ფულის სანაცვლოდ, მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას სთავაზობდნენ.

თაღლითები მამაკაცისგან ფულის მიღებას 2 თვის განმავლობაში ცდილობდნენ, რის შემდეგაც მან ეჭვი შეიტანა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. ბოგდანის თქმით, ჯგუფი 4 ადამიანისგან შედგებოდა, თუმცა მხოლოდ ორის დაკავება მოხერხდა. ერთი მათგანი თავს ოფისის ხემძღვანელის თანაშემწედ ასაღებდა, მეორე კი, დეპარტამენტის უფროსად. 

„ჩვენ ქრთამს არ ვიღებთ, ყველაფერი შეიცვალა“,-წერს ბოგდანი. 

20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბოგდანი უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან დაახლოებული ადამიანების მიერ მოსყიდვის მცდელობას. ბოგდანის განცხადებით, მასთან მივიდა დანაშაულებრივი ჯგუფის უფროსი, რომელიც კიევს აკონტროლებს, და შესთავაზა ქალაქის ბიუჯეტიდან უკანონოდ მითვისებული 40 მილიონი დოლარიდან წილი, სანაცვლოდ, ბოგდანს სთხოვდნენ, დაეტოვებინა ვიტალი კლიჩკო ქალაქის ადმინისტრაციის მეთაურის თაბამდებობაზე. 

Facebook Comments
Advertisements

You may have missed