უცხოური მედია ქალი და მამაკაცი

ფემინისტის ბრალდების გამო, კომპიუტერული თამაშის შემნქმნელმა თავი მოიკლა

კომპიუტერული თამაშების შემქმნელმა, ალეკ ხოლოვკამ, რომელიც ფემინისტმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა, თავი მოიკლა, ამის შესახებ გამოცემა DTF ხოლოვკას დაზე, ეილინ მერიზე დაყრდნობით იუწყება.

გარდაცვლილის დის თქმით, მისი ძმა მთელი ცხოვრების მანძილზე დეპრესიას ებრძოდა, თუმცა რამდენიმეწლიანი თერაპიის შემდეგ „ახალი ადამიანი გახდა და ცხოვრებას პოზიტიურად უყურებდა“.

„მიყენებული სტრესის შემდეგ ვეცადეთ, გვერდში დავდგომოდით, თუმცა მან ჩათვალა, რომ ზედმეტად ბევრი დაკარგა“,-განაცხადა ეილინ მერიმ.

ხოლოვკას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ფემინისტმა და კომპიუტერული თამაშის თანაავტორმა, ზოი კუნინმა საჯაროდ დასდო მას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. მისი თქმით, ხოლოვკასთან რამდენიმე თვის განმავლობაში სკაიპით ურთიერთობდა, შემდეგ მამაკაცმა მასთან ჩასვლა შესთავაზა და შეპირდა, რომ ორ კვირაში უკან დასაბრუნებელ ბილეთს თვითონვე უყიდდა, თუმცა პირობა დაარღვია და ორი კვირის ნაცვლად, 1 თვის შემდეგ მისცა ნება, უკან დაბრუნებულიყო. ქალის თქმით, ხოლოვკამ მასთან სექსუალური ურთიერთობაც დაამყარა მისი ნების საწინააღმდეგოდ.

მამაკაცის თვითმკვლელობის შემდეგ ფემინისტი იძულებული გახდა, სოციალურ ქსელში თავისი ექაუნთი გაეუმებინა, რადგან მომხმარებლებმა ის თანამშრომლის სიკვდილში დაადანაშაულეს. 

ალეკ ხოლოვკა თამაშის Night in the Woods ავტორი იყო. თამაშის სიუჟეტის მიხედვით, კატა სახელად მეი, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და მეზობლად მდებარე ტყის საშინელ საიდუმლოებას უმკლავდება.

Facebook Comments
თეგები